ხანდაზმული სესხი

  1. ბოლო პერიოდში აქტუალურია ხანდაზმულ სესხებთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც შემდეგში მდგომარეობს:
    1. მიუხედავად იმისა, რომ ბანკისთვის ცნობილია სესხის ხანდაზმულობის შესახებ, მათი მხრიდან აღნიშნული სესხის განულება არ ხდება, ანუ საკრედიტო დაწესებულებები, მსესხებლის მიმართვის შემთხვევაში უარს აცხადებენ ხანდაზმული სესხის განულებაზე.
    2. დავალიანების არსებობის მოტივით მსესხებელი წლების განმავლობაში რჩება ე.წ. "შავ სიაში", შესაბამისად იგი ვერ სარგებლობს სხვადასხვა საკრედიტო დაწესებულებების პროდუქტებით.
    3. მსესხებელს შეზღუდული აქვს ამავე ბანკში ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის შესრულების შესაძლებლობა. ამავე ბანკში დაფიქსირებული ნებისმიერი თანხა ავტომატურად მიმართულია ხანდაზმული სესხის დასაფარად.
    მსესხებელს რჩება ერთადერთი გზა - მიმართოს სასამართლოს ხანდაზმული სესხის განულების მოთხოვნით, მაგრამ პრობლემა აქაც იჩენს თავს: იქიდან გამომდინარე, რომ წლების განმავლობაში გადაუხდელობის გამო სესხზე დარიცხულია შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და დავალიანება უკვე დიდ თანხაზეა ასული, მსესხებელი ვერ ახერხებს სასამართლოში სარჩელის შეტანისათვის საჭირო ბაჟის თანხის გადახდას, ამიტომ ხანდაზმულ მსესხებელთა ძირითადი ნაწილი უარს აცხადებს სასამართლოსთვის მიმართვაზე.
    მაგრამ თუ თქვენ ხართ რეგსტრირებული სოციალურად დაცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, კანონი გათავისუფლებთ ბაჟის თანხის გადახდისგან❗
წაიკითხეთ ასევე

ავტოლიზინგი - ავტოსესხის ახალი ალტერნატივა

  ავტოლიზინგი არის ახალი სერვისი საქართველოში. დასავლეთში, მათ შორის აშშ-ში ის გავრცელდა 70-80 წლებში და შეიძლება ითქვა...
ვრცლად
2016-11-11 17:31:49

ეროვნული ბანკი როგორც ზედამხედველი ორგანო

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საქმიანო...
ვრცლად
2017-06-07 17:07:39