10 ხერხი თუ როგორ უნდა დავზოგოთ ფული სწორად

მოგესალმებით, მოგახსენებთ რომ დღეს არის დაზოგვის საერთაშორისო დღე. იმის გათვალისწინებით რომ მთელ მსოფლიოში მორიგი ფინანსური კრიზისი მიმდინარეობს, ვფიქრობთ რომ თანხის დაზოგვის თემათიკა აქტუალური და საინტერესო იქნება.

ბევრს არ შეუძლია თანხის სწორად დაზოგვა ამიტომ, დაბლა ჩამოგითვლით 10 მეთოდს, თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ფულს.

10 ხერხი, თუ როგორ უნდა დავზოგოთ ფული

1.შეიძინეთ ისეთ სასარგებლო ჩვევა, როგორიც არის დახარჯული ფულის დათვლა.

ყოველი დღის ბოლოს ჩაიწერეთ საკუთარი ხარჯები. არსებობს უამრავი კომპიუტერული პროგრამა ამისთვის, თუმცა შესაძლებელია ამის განხორციელება ძველებული მეთოდითაც - ბლოკნოტის გამოყენებით.
ჩაიწერეთ თქვენი ხარჯები რამდენიმე თვის განმავლობაში და თქვენ შეამჩნევთ, თუ რამდენი ფული გეხარჯებათ არასაჭირო და არაფრის მომცემ ნივთებზე, რომლისგანაც თქვენ მარტივად შეგიძლიათ გათავისუფლდეთ.

2. ისწავლეთ ხარჯების დაგეგმარება
ყველას გვაქვს ჩვენი განსაზღვრული ხარჯები, რომელიც გვიწევს ყოველ თვე (კომუნალური გადასახადები, კრედიტები, მანქანის საწვავი და ა.შ.). მათი დაგეგმვა წინასწარ სრულიად შესაძლებელია რაც გაგიადვილებთ იმის აღქმას, თუ რამხელა თანხა გრჩებათ თავისუფალი. ამ „თავისუფალი“ თანხით უნდა იგეგმებოდეს დანარჩენი ბიუჯეტი.

3. გინდათ ისწავლოთ თანხის დაზოგვა ? - უარი თქვით კრედიტებზე, თუ მის გარეშეც შეძლებთ მიმდინარე მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.
ადამიანი რომელიც ცხოვრობს ვალში, ვერ გათვლის საკუთარ შემოსავლებს და გასავლებს (იშვიათი გამონაკლისების გარდა, რა თქმა უნდა), თუ მას ძლიერი სურვილი ექნება ის მარტივად მისცემს საკუთარ თავს უფლებას, რომ იყიდოს რამე ნივთი კრედიტში, მას ხომ კარგი საკრედიტო ისტორია აქვს. ასეთი გზით ხვდებიან ადამიანები საკრედიტო ხაფანგში, რომლისგანაც თავის დაღწევა დამატებითი სირთულეა. ამიტომ, გულრწრფელი რჩევა - გააუქმეთ საკრედიტო ბარათები და არ აიღოთ სესხი იმის გამო, რომ რამის შეძენა ძალიან გინდათ, წინასწარ, ვალში.

4. ფულის მიღების დროს, წადით პირდაპირ სახლში.
გირჩევთ, რომ გზაში არ შეიაროთ სუპერმარკეტში ან კიდევ სადმე. დიდ მაღაზიებში და სუპერმარკეტებში ათასობით ადამიანი იფიქრებს უამრავს „ხრიკს“ იმისთვის, რომ ფული დაგახარჯვინონ. სახლში მიბრუნებისას შეადგინეთ საყიდლების სია და მხოლოდ ამის შემდეგ წადით საყიდლებზე.

5. მეხუთე ხერხი - შეიძინეთ ყულაბა
ეს ხარხი კარგად მუშაობს. გარკვეული ხნის განმავლობაში ყულაბაში თქვენ შეგიძლიათ მონახოთ საკმაოდ ხელშესახები თანხა. პატარა ბავშვები აგროვებენ კარგად, ზოგი სმარტფონისთვის, ზოგი ახალი კომპიუტერისთვის. თუ როგორ უნდა შეაგროვოთ ფული, ამაზე ცალკე, შემდეგ სტატიაში მოგახსენებთ.

6. სიფრთხილით მოეკიდეთ აქციებს და ფასდაკლებებს
აქ ვითომ ყველაფერი წესრიგშია - განა რა უნდა იყოს ცუდი ფასდაკლებაში ? მაგრამ დაბალი ფასის უკან შესაძლებელია იდგეს ცუდი ხარისხი, პროდუქტების შემთხვევაში კი - ვადაგასულობაც! ამიტომ, გაამახვილეთ ყურადღება, თუ რა ნივთებია აქციაში.

7. ისწავლეთ დაზოგვა მავნე ჩვევებზე
თავი დაანებეთ მოწევას, ფასთ-ფუდებში ჭამა-სმას. თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ, თუ რამდენი ზედმეტი ფული მიდის ამ ნაგავში (ბოდიშით ამ სიტყვისთვის, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი ვუწოდოთ), როდესაც თან ჯანმრთელობასაც ავნებთ. ჯანმრთელი ცხოვრების წესი და სპორტი ბევრად უფრო იაფი დაგიჯდებათ, თქვენ თვითონ შეადარეთ.

8. შეინახეთ ფული ბანკში
აარჩიეთ რამე კარგი და საიმედო ბანკი, გახსენით დეპოზიტი ისე, რომ ნებისმიერ დროს შეგეძლოთ თანხის გამოტანა. ზედმეტი თანხის გაჩერების დროს თქვენ დაგერიცხებათ დამატებითი მცირე სარგებელი პროცენტის სახით.

9. შეამცირეთ საცხოვრებელი ხარჯები.
 აკონტროლეთ წყლის და გაზის მრიცხველები - არ დახარჯოთ ზედმეტი. ისარგებლეთ ეკონომ-ნათურებით და  ეძებეთ გათბობის ალტერნატიული გზები. ნუ გავიწყდებათ ოთახებში შუქების ჩაქრობა.

10. ისარგებლეთ ფასდაკლების ბარათებით.
მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ ფასდაკლების ბარათი ფეხსაცმელზე, ხოლო თქვენს მეგობარს ტანსაცმელზე, იდეალურია! დროებით გაუცვალეთ ერთმანეთს ბარათები და ორივეს გექნებათ სრულყოფილი შენაძენები.
და კიდევ, სახლის ქიმიაში არსებობს ისეთი ნივთები რომელსაც ძალიან დიდი ვადა აქვს, ან საერთოდ არ აქვს ვადა - ასეთი პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ წინასწარ საბითუმო ფასებში და რაოდენობაში.


ჯამში, ყველა ადამიანს გააჩნია საკუთარი ინდივიდიალური ხერხები, თუ როგორ არის შესაძლებელი დაიზოგოს ფული. ძალიან საინტერესო იქნებოდა თქვენი აზრის მოწერაც, გელოდებით ჩვენს facebook an email (info@allcreidt.ge)-ზე.

ამასთანავე გაცნობებთ, რომ თუ კრედიტის აღება გარდაუვალია მოგვმართეთ წერილობით  ან აირჩიეთ „სესხის აღება“ -ჩვენს საიტზე და ჩვენ გაგიწევთ რეკომენდაციას თუ რომელი სწრაფი სესხით ან სესხებით სჯობს ისარგებლოთ (ჩვენი შეფასების კრიტერიუმები ძირითადად დაფუძნებულია გამსესხებელი კომპანიების პოლიტიკასა და მომხმარებლების მიმართ დამოკიდებულებაზე - თუ რა შეღავათი გაუწიონ მსესხებლებს ვადაგადაცილების ან მცირედი დარღვევის შემთხვევაში -რაც ხანდახან მომხმარებელთა უმრავლესობისთვის გარდაუვალია).

წაიკითხეთ ასევე

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სამართლებრივი ვალდებულებები

ბოლო პერიოდში  აქტიურად განიხილავენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს.   ჩვენს ქვეყანაში რთულად თუ მოიძებნება ადამი...
ვრცლად
2016-10-28 09:22:58

როგორ შევინარჩუნოთ ფული კრიზისის დროს

რეგულარული ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. როგორც წესი, ამგვარი კრიზისები მოქმედ...
ვრცლად
2016-11-07 14:18:36