ეროვნული ბანკი როგორც ზედამხედველი ორგანო

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საქმიანობას. იგი მოიცავს: ლიცენზიების გაცემასა და გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას; ბ) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია კომერციული ბანკის კაპიტალის წარმოშობის წყაროებისა და მისი მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ; გ) ზედამხედველობა გაუწიოს და შეამოწმოს კომერციული ბანკი და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, შეამოწმოს მათი შვილობილი საწარმოები, განახორციელოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების, ფინანსური ანგარიშგების კომპონენტებისა და სხვა მასალების აუდიტი და მიიღოს მათგან ნებისმიერი ინფორმაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში. შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენისას მასალები გადაეცემა შესაბამის ორგანოებს; დ) კომერციულ ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გაუზარდოს სავალდებულო რეზერვების ნორმები, შეუწყვიტოს აქტიური ოპერაციები, აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა მსგავსი ანაზღაურების გაცემა, მოითხოვოს დამატებითი კაპიტალის მოზიდვა, გაუზარდოს აქტივებისა და პირობითი ვალდებულებების შესაძლო დანაკარგების რეზერვების ნორმები; ე) კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ადმინისტრატორებს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება; დააკისროს მათ ფულადი ჯარიმა და მოითხოვოს მათი თანამდებობიდან განთავისუფლება; კომერციულ ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა; კომერციულ ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გაუუქმოს შესაბამისი ლიცენზია; ვ) ნორმატიული აქტით დაადგინოს კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემისა და გაუქმების წესები, განსაზღვროს ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში; ზ) გარკვეული ვადით ან/და გარკვეული პირობებით გაათავისუფლოს კომერციული ბანკი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ნორმების დაცვისაგან; თ) შექმნას და მართოს დროებითი ბანკი, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ი) დროებითი ადმინისტრატორის ან ლიკვიდატორის მეშვეობით ხელი შეუწყოს გადახდისუუნარო კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ან მათი ნაწილის გადაცემას თავის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით; კ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც საფრთხე ემუქრება საფინანსო სისტემის სტაბილურ ფუნქციონირებას, ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები, რაც მოიცავს: კომერციული ბანკებისათვის საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული უქმე დღეების გარდა დამატებით დასვენების დღეების დაწესებას, კომერციული ბანკებისათვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებას ან/და შეზღუდვებისაგან მათ გათავისუფლებას, სხვა ქმედებას, რომელიც აუცილებელია საფინანსო სისტემის მდგრადობის შენარჩუნებისათვის

წაიკითხეთ ასევე

ხანდაზმული სესხი

ბოლო პერიოდში აქტუალურია ხანდაზმულ სესხებთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: 1. მიუხედავად იმისა, რომ...
ვრცლად
2017-06-05 17:48:51

საბანკო კრედიტის საპროცენტო განაკვეთი

1. მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტოგანაკვეთი.2. თუ შეთანხმებით გათვალი...
ვრცლად
2017-06-08 17:53:12