ავტოლიზინგი - ავტოსესხის ახალი ალტერნატივა

 

ავტოლიზინგი არის ახალი სერვისი საქართველოში. დასავლეთში, მათ შორის აშშ-ში ის გავრცელდა 70-80 წლებში და შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით მანქანების 30% გამოყვანილია სალიზინგო ხელშეკრულების მეშვეობით.

კომპანია ყიდულობს თქვენთვის ავტომობილს, რომლითაც თქვენ სარგებლობთ, ხოლო ვალდებულებად რჩება ყოველთვიური შენატანი, რომლითაც ფარავთ როგორც ძირ თანხას, ასევე პროცენტსაც. საბოლოოდ მანქანა თქვენს საკუთრებაში რჩება.

 

ზოგადი ინფორმაცია

ზოგადად ლიზინგი არ ვრცელდება მხოლოდ ავტომობილებზე, არამედ სხვადასხვა საყოფასცხოვრებო ტექნიკაზე. ამ მეთოდით შეძენილი ქონების კონკურენტი შეიძლება იყოს მხოლოდ საკრედიტო (სასესხო) ხელშეკრულება. 

ფინანსური ლიზინგის შედეგად, თქვენ უთანხდებით თანხაზე, ვადაზე და პროცენტზე. ამგვარი გარიგების დიდი უპირატესობა მდგომარეობს იმაში რომ თქვენ შეგიძლიათ ავტომობილის დაბრუნება ნებისმიერ დროს, ან თუნდაც გადაცვალოთ ის უკეთეს მოდელზე (ან ნაკლებად ღირებულ მოდელზე).
სალიზინგო კომპანიები ხშირ შემთხევევაში კარგად ავსებენ საკუთარ ავტო-პარკებს.

ა/მანქანის გაქირავების ან გაყიდვის უფლება სალიზინგო კომპანიის გარეშე რათქმაუნდა თქვენ არ გექნებათ, ვინაიდან მანქანა რჩება სალიზინგო კომპანიის სახელზე (იშვიათი გამონაკლისების გარდა). კომპანია ასევე გთავაზობთ საკუთარ შიდა დაზღვევას, რაც ხშირ შემთხვევაში სავალდებულოა.

შეზღუდვები

თქვენ შეზღუდული ხართ მოახდინოთ რამე ცვლილება მანქანის ინტერიერში ან ექსტერიერში. ასევე არ გაქვთ უფლება გაარემონტოთ მანქანა ავტო-ლიზინგის კომპანიის თანხმობის გარეშე, სადაც არ იგულისხმება გეგმიური სარემონტო სამუშაოებები.

 

გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია პირველადი შენატანის გაკეთება, ანუ თანამონაწილეობა ავტომობილის შეძენის დროს.

დღეს-დღეობით საქართველოში არსებობს რამდენიმე სალიზინგო კომპანია, მათ შორის
swisscapital.ge
mogo.ge

წაიკითხეთ ასევე

როგორ შევინარჩუნოთ ფული კრიზისის დროს

რეგულარული ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. როგორც წესი, ამგვარი კრიზისები მოქმედ...
ვრცლად
2016-11-07 14:18:36

ხანდაზმული სესხი

ბოლო პერიოდში აქტუალურია ხანდაზმულ სესხებთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: 1. მიუხედავად იმისა, რომ...
ვრცლად
2017-06-05 17:48:51