ონლაინ სესხები - უარყოფითი და დადებითი მხარეები

საქართველოში არსებული თანამედროვე ეკონომიკური პრობლემებისა და შექმნილი სოციალური ფონის შედეგად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ნელ-ნელა ეკონომიურად უფრო გაღატაკდა, ქვეყანაში ჩამოყალიბდა საბანკო სექტორი, რომელიც ერთგვარ მონსტრად იქცა, ჩამორთმეული უძრავ-მოძრავი ქონება თუ გირავნობის საგნები, დაყადაღებული ანგარიშები  პირდაპირ თუ ირიბად თითქმის ყველას შეეხო. მოსახლეობაში გაჩნდა სწრაფი ფულის სესხები აუცილებლობა, ხოლო ბანკში სესხის მისაღებად მინიმუმ ერთი კვირა მაინც არის საჭირო, ამასთანავე აუცილებელ მოთხოვნად იქცა თავდებობა და უძრავ-მოძრავი ქონებით სესხის უზრუნველყოფა. აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ბაზარზე გამოჩნდნენ ე.წ ონლაინ სესხის გამცემი კომპანიები, რომელთაც სესხის მსურველებს შესთავაზეს მცირე თანხების   სესხება სწრაფად და მარტივად, სახლიდან გაუსვლელად - ინტერნეტის საშუალებით.

  ზემოთქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია შევადაროთ საბანკო და ონლაინ სესხების პირობები და ჩამოვაყალიბოთ მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები:

  • საბანკო სესხის დადებით თვისებად შეიძლება ჩაითვალოს დაბალი პროცენტი, ხოლო უარყოფით თვისებებად:      
  1. სესხის მისაღებად საჭირო დიდი დრო
  2. რიგში დგომა
  3. გასაფორმებელი საბუთების ოდენობა
  4. თავდებობა და გირავნობა
  5. შეფარული ხარჯები, როგორიცაა სესხის დამტკიცების და გაცემის საკომისიო.

 

  • ონლაინ სესხების დადებით თვისებად შეიძლება მოვიაზროთ სისწრაფე და კომფორტულობა, ასევე აღნიშნული სესხის გაცემას არ ახლავს თან სესხის გაცემის თუ დამტკიცების საკომისიო,  თუმცა უარყოფით თვისებად უდავოდ შეიძლება მივიჩნიო დიდი პროცენტები.

 საჭიროა მომხმარებელმა გაანალიზოს თუ უღირს სისწრაფე და კომფორტულობა სესხის აღებისას მაღალი პროცენტის გადახდად.

ტენდენციურად კი მომხმარებელთა უმეტესობა 1000 ლარამდე სწრაფი სესხის ასაღებად მიმართავს ძირითადად ონლაინ სესხის გამცემ კომპანიებს, თუმცა აუცილებელია შეირჩეს ისეთი კომპანია, რომელიც მომხმარებელთა მიმართ, ვადაგადაციელბული ვალდებულების მიმართ არის მაქსიმალურად ლოალური და მზად არის შეღავათები გაუწიოს მსესხებლებს ვადების დარღვევის გამო, რისგანაც დაზღვეული არავინაა.

 

წაიკითხეთ ასევე

სანდოა თუ არა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ? და რატომ აქვთ მაღალი "პროცენტი" ?

მიკროსესხები საქართველოში დამკვიდრდა შედარებით ცოტა ხნის წინ, მაგრამ სარგებლობს დიდი პოპულარობით. რატომ? ამ კითხვაზე პასუხის ...
ვრცლად
2016-10-27 12:35:36