როგორ შევინარჩუნოთ ფული კრიზისის დროს

რეგულარული ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. როგორც წესი, ამგვარი კრიზისები მოქმედებენ მოსახლეობის ჯიბეზე და საბანკო ანგარიშებზე.


რა უნდა ვიცოდეთ კრიზისზე ? 

პირველ რიგში - არ უნდა შეგეშინდეთ ხმამაღალი ფრაზების, რომლებსაც აშუქებენ ტელევიზორში. გლობალური ცვლილებები ეკონომიკაში - ამავდროულად ახალი შესაძლებლობებიცაა. 
გავიხსენოთ 2008 წლის კრიზისი, დაახლოვებით 1 წელში ქართული ეკონომიკა აღდგა საოცარი ტემპებით, ბევრმა ადამიანმა მიიღო მაღალი საპროცნტო განაკვეთი ანაბრებზე.
ამიტომაც, არ ღირს პანიკაში ჩავარდნა. უნდა გაერკვეთ სიტუაციაში - რა ნეგატიური შედეგები შეიძლება დადგეს თქვენთვის და თქვენი დანაზოგისთვის. არსებობს მრავალი კრიზისული სიტუაცია, ამიტომაც უნდა გამოვიყენოთ მრავალი ხერხი რომლითაც შესაძლებელია თანხების შენახვა. შევეცდებით მოგცეთ რამდენიმე კონკრეტული რჩევა

სად შეიძლება ფულის დაბანდება კრიზისის დროს ?


- გაურკვეველი და არასტაბილური სიტუაციების დროს ძალიან კარგი ობიექტი ფულის დაბანდებისთვის არის - რეალური (საბაზრო) ღირებულებები, პირველ რიგში ფერადი ლითონი. ოქროს ლოდი ან ერთი მუჭა მონეტები რამდენიმე მშფოთავ თვეში შეიძლება კარგად გაიზარდოს ფასში - მითუმეტეს მათ არ ემუქრებათ ბანკების გაკოტრება და ა.შ. ზუსტად მატერიალური ობიექტები წარმოადგენენ განსაკუთრებულ ღირებულებას, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ აქციები ფერად ლითონებზე ან სხვა ობლიგაციები, მაგრამ რატომ უნდა გარისკოთ, როდესაც შესაძლებელია საბანკო სისტემამ კრახი განიცადოს, ხოლო თქვენს მიერჩაფლული განძი ისევ თქვენს ხელში უსაფრთხოდ იქნება. 
- კარგია კონკრეტული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება (მაგალითად, იმის მსგავსი რაც ზემოთ ავღწერეთ: შეიძინეთ ოქრო და შეინახეთ თქვენ თვითონ) ოღონდ იმ პირობით, თუ ამას იზავთ კრიზისის ადრეულ ეტაპზევე, როცა ცვლილებები ახალი დაწყებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი რისკია, რომ დააგვიანოთ (ბანკი არ გასცემს თანხას, ოქროს ფასი მატულობს და ა.შ.)
ვიჭერთ ტრენდის დასაწყისს ნებისმიერ ფასად!
- აუცილებელია, რომ თვალ-ყური ვადევნთ სიტუაციის შეცვლას - ეკონომიკის გამოცოცხლებამ შესაძლებელია სიტუაცია შემოაბრუნოს.

აღსანიშნავია, რომ საჭიროა ინსტრუმენტების კარგი ანალიზი, რომელშიც თქვენ აპირებთ თანხის ჩადებას (ან თუნდაც თქვენი ნდობით აღჭურვილი ექსპერტების რჩევების მოსმენა). თუ მაინც და მაინც დააპირებთ უძრავი ქონების შეძენას, ლოდინად ღირს, რადგან შესაძლებელია ფასებმა კიდევ დაიწიონ. პირველი ფასების დაცემისას შეძენილი ქონების მეპატრონეები საკმაოდ დაზარალდნენ.

ჩვენ შევეცდებით მოგაწოდოთ სხვა და სხვა რჩევები დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც შექმნილია საქართველოში.
დღეს დღეობით სულ ეს არის.

წარმატებები!

წაიკითხეთ ასევე

10 ხერხი თუ როგორ უნდა დავზოგოთ ფული სწორად

მოგესალმებით, მოგახსენებთ რომ დღეს არის დაზოგვის საერთაშორისო დღე. იმის გათვალისწინებით რომ მთელ მსოფლიოში მორიგი ფინანსური კ...
ვრცლად
2016-10-31 15:07:29

ავტოლიზინგი - ავტოსესხის ახალი ალტერნატივა

  ავტოლიზინგი არის ახალი სერვისი საქართველოში. დასავლეთში, მათ შორის აშშ-ში ის გავრცელდა 70-80 წლებში და შეიძლება ითქვა...
ვრცლად
2016-11-11 17:31:49