კითხვა-პასუხი

რა ვქნა თუ ვერ ვფარავ სესხს?

მომხმარებელთა ნაწილი ამჯობინებს ტელეფონის გათიშვას და შესაბამისად დარიცხული ვალდებულებების თავის არიდებას => აღნიშნული მიდგომა არ არის მისაღები, ვინაიდან სასესხო ვალდებულებას კომპანია არ ჩამოგაწერს არცერთ შემთხვევაში, უფრო გონივრულია შესთავაზო სესხის გამცემ ორგანიზაციას დარიცხული ჯარიმების ჩამოწერა და ვალდებულების გადანაწილება, allcredit გირჩევთ, რომ სანამ სესხს აიღებთ მანამდე გადაამოწმოთ თუ რამდენად ლოალური დამოკუდებულება აქვს სესხის გამცემ მიკროსაფინანსო კომპანიას იმ შემთხვევაში, თუ შეგექმნათ სესხის დაფარვის პრობლემა, ვინაიდან აღნიშნულისგან არავინაა დაზღვეული და ხშირ შემთხვევაში ე.წ უპროცენტო ონლაინ სესხის გამცემი ორგანიზაციები არიცხავენ მომხმარებლებს არაადაკვატურად მაღალ ჯარიმებს და არც თანხდებიან დარიცხული პირგასამტეხლოების ჩამოწერას თუ შემცირებას.

რა დროს არის მიზანშეწონილი ონლაინ სესხის აღება?

ონალინ სესხის არსი მდგომარეობს იმაში რომ აღნიშნული სასესხო პროდუქტით უნდა ისარგებლოთ მაშინ, როცა გჭირდებათ თანხა ხელფასამდე. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დარწმუნებულები ბრძანდებით რომ მოგეპოვებათ საკმარისი რესურსი ხელფასის ან სხვა შემოსავალის სახით აღნიშნული ვალდებულების დასაფარავად.

რას გვთავაზობს allcredit.ge?

allcredit.ge გაძლევთ საშუალებას ზედმეტი დროის დაკარგვის გარეშე აირჩიოთ თქვენთვის მისაღები სესხის გამცემი ორგანიზაცია სწრაფი ონლაინ სესხის საჭიროების შემთხვევაში, ამასთანავე allcredit.ge აწარმოებს ანალიტიკურ კვლევებს სწრაფი ონლაინ სესხის გამცემ კომპანიათა ქმედებებისა და მომხმარებლებისადმი დამოკიდებულების შესასწავლად. აღნიშნული კვლებების საფუძველზე იგეგმება კომპანიათა სარეიტინგო შეფასება. allcredit.ge მადლობელი იქნება ყველა იმ პიროვნებისადმი, რომლებიც დახმარებას გაუწევს კომპანიათა სარეიტინგო შეფასების შედგენაში მისი გამოცდილებიდან გამომდინარე. კონფიდეციალურობა დაცულია.

რა საბუთებია საჭირო ონლაინ სესხის მისაღებად?

ძირითადად სესხის მისაღებად საჭიროა კომპანიათა ვებ-გვერდზე დარეგისტრირება და იდენტიფიკაციის გავლა(სიმბოლური თანხის გადარიცხვა პირადი ანგარიშიდან კომპანიის ანგარიშზე).

თუ არის აუცილებელი თავმდები ან გირაო ონლაინ კრედიტის მისაღებად

უმეტეს შემთხვევაში ონლაინ სესხის გამცემი ორგანიზაციები სესხს გასცემენ თავმდების და გირაოს მოთხოვნის გარეშე.

საკრედიტო ისტორიას თუ ამოწმებენ ონლაინ სესხის გამცემი ორგანიზაციები

დიახ. უმეტეს შემთხვევებში ონლაინ სესხის გამცემი ორგანიზაციები ამოწმებენ კრედიტ ინფო საქართველოს ბაზაში ასახურ ე.წ საკრედიტო ისტორიას.

თუ შეუძლია ონლაინ სესხის გამცემ ორგანიზაციას სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში საკრედიტო ისტორიის გაფუჭება - ე.წ ნეგატიური სტატუს მონიჭება (გაშავება) ?

დიახ. სესხის გადაუხდელობა უარყოფითად აისახება მსესხებლის საკრედიტო ისტორიაზე, თუმცა საყურადღეობოა ის ფაქტი, რომ თუ სესხის ვადაგადაცილება 30 დღეზე ნაკლებია, არ ხდება საკრედიტო ისტორიაში ასახვა("გაშავება").

გაქვთ საინტერესო საკითხი? მოგვწერეთ!