ლექსიკონი


ავანსი (avansi)
ფულადი თანხა, რომლებიც გაიცემა წინასწარ შემდგომი გადახდის ანგარიშში

სრულად

ავიზო (avizo)
it avviso - ფინანსური უწყება, რომლითაც ატყობინებენ მიმღებს მისთვის საქონლის, ფულის ან თამასუქის გაგზავნას;

სრულად

ანგარიში (angarishi, account)
(account, bank account) - ბანკში იურიდიულ ან ფიზიკურ პირთა სახელზე არსებული მონაცემები

სრულად

აქცია (aqcia)
ინვესტიცია, რომელიც ქმნის საკუთრების უფლებას დაწესებულებაზე ან საინვესტიციო ფონდში.

სრულად

ამონაწერი, საბანკო ( amonaweri, sabanko)
ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, რომელიც ასახავს ანგარიშზე განხორციელებულ ოპერაციებს (ძირითადად: შემოსავალი, გასავალი)

სრულად

ანაბარი (anabari)
ნებისმიერი საბანკო დაწესებულების შემნახველ სალაროში შეტანილი ფული.

სრულად

აქციზი aqcizi
ფრანგული სიტყვა accise

სრულად

განვადება (ganvadeba)
რაიმე ვადის გაგრძელება

სრულად

გადავადება (gadavadeba)
გადასხდელი თანხის ვადის გადაწევა

სრულად

დივიდენდი (dividendi)
დაწესებულების შემოსავლის ნაწილი, რომელსაც იღებს აქციონერი, დივიდენდი წარმოადგენს ინვესტიციებისგან აქციონერის მიერ მიღებულ შემოსავალს

სრულად

დოლარი (dolari, dollar, dolar)
ვალუტის დასახელება

სრულად

დევალვაცია (devalvacia)
ფულის რეფორმა

სრულად

დარიცხული ჯარიმა (daricxuli jarima)
დარიცხული ჯარიმა - არის იმ თანხის ოდენობა, რომელიც უკვე წარმოიშვა ვადაგადაცილებული დღეების გამო

სრულად

ევრო (ეურო, euro, evro)
ევროკავშირის საერთო ვალუტა

სრულად

ზღვრული დანახარჯი (zghvruli danaxarji)
მთლიანი დანახარჯის ნამატი

სრულად

ზღვრული პროდუქტი (zghvruli produkti)
პროდუქციის ნამატი

სრულად

ზღვრული პროდუქტის კლებადობა (zghvruli produktis klebadoba)
ფაქტორების ზღვრული პროდუქტისა და წარმოებული საქონლის ფასის ნამრავლი

სრულად

ზღვრული პროდუქტის ღირებულება (zghvruli produktis ghirebuleba)
ფაქტორების ზღვრული პროდუქტისა და წარმოებული საქონლის ფასის ნამრავლი

სრულად

ზღვრული სარგებლიანობა (zghvruli sargeblianoba)
პროდუქტის დამატებითი ერთეულის მოხმარებით მიღებული კმაყოფილება

სრულად

იურიდიული პირი (iuridiuli piri)
იურიდიული პირი - სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

სრულად

ინფლაცია (inflacia)
ინფლაცია ლათინურად - inflatio ანუ, "გაბერვა" ნიშნავს ფულის გაუფასურებას, ის შემთხვევა არის როდესაც ბრუნვაში უშვებენ უფრო მეტ ფულს, რაც საჭიროა საბაზრო მოთხოვნილებებისთვის

სრულად

იპოტეკური სესხი (ipotekuri sesxi)
იპოტეკური სესხი წარმოადგენს გრძელვადიან მიზნობრივ სესხს, რომელიც არის უზრუნველყოფილი უძრავი ქონებით.

სრულად

ინვესტიცია (investicia)
კაპიტალურ მოწყობილობებზე, მარაგებსა და შენობებზე გაწეული ხარჯები, საოჯახო მეურნეობის მიერ, ახალი საცხოვრებლის ჩათვლით.

სრულად

ინფლაციის დონე ( inflaciis done)
ფასის ინდექსის პროცენტული ცვლილება წინა პერიოდთან შედარებით

სრულად

ინფლაციის გადასახადი ( inflaciis gadasaxadi )
შემოსავალი, რომელსაც მთავრობა იღებს ფულის გამოშვების გზით

სრულად

ინფლაციული ეფექტიანობა (inflaciis efeqtianoba )
კაპიტალის ფასების დახასიათება, რომელიც რაციონალურად ასახავს მთელ ხელმისაწვდომ ინფორმაციას

სრულად

კრედიტი (krediti, sesxi)
(credit, tick, trust; creditum ვალი. credere ნდობა, სესხის მიცემა) 1. საქონლის ან ფულის მიცემა სესხად

სრულად

კრედიტის გრაფიკი (kreditis/ creditis grafiki)
კრედიტის დაფარვის გრაფიკი

სრულად

ლიზინგი (lizingi, leasing)
ლიზინგი - ხელშეკრულების ფორმა, რომელსაც თავისი წარმოშობის ისტორია აქვს. ის განვითარდა მე-20 საუკუნის შუა წლებში და მოიხვეჭა დიდი პოპულარობა დასავლეთის ქვეყნებში.

სრულად

ლოიალობის პროგრამა (loialobis programa)
ლოიალობის პროგრამა, არის აქცია, რომლის ფარგელბშიც საფინანსო ორგანიზაცია გაძლევთ საშუალებას მიიღოთ ფასდაკლება სესხის საპროცენტო განაკვეთზე.

სრულად

მოკლევადიანი კრედიტი (moklevadiani krediti)
კრედიტი, რომლის დაფარვის ვადა 1 წელზე ნაკლებია

სრულად

მსოფლიო ფასი (msoflio fasi)
საქონლის ფასი, რომელიც დომინირებს მსოფლიო ბაზარზე

სრულად

ონლაინ სესხი (onlain sesxi, online sesxi)
ინტერნეტის საშუალებით გაცემული სესხი, სწრაფად და მარტივად, თუმცა მაღალი პროცენტით. ძირითადი დანიშნულებაა- სესხი ხელფასამდე. ანუ როგორც ზოგი კომპანი აპიარებს - ნუ გადადებ ცხოვრებას ხელფასამდე

სრულად

პირგასამტეხლო (pirgasamtexlo)
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, (417-ე მუხლი)

სრულად

რეზერვი
დეპოზიტები, რომლებსაც ბანკი სესხად არ გასცემს

სრულად

რეზერვის ნორმა
დეპოზიტების ნაწილი, რომელსაც ბანკი ინახავს რეზერვის სახით

სრულად

სესხი (sesxi, krediti)
(bank loan) ბანკის ფულადი სახსრები, რომლებიც კრედიტის სახით არის გაცემული და რომლებზეც გადაიხდება პროცენტი.

სრულად

სესხი ონლაინ (sesxi online, onlain, krediti)
სესხი, რომელიც გაიცემა ინტერნეტის საშუალებით, ძირითადი თავისებულებაა მაღალი პროცენტი, მაგრამ სესხი საჭირო დროს და ადგილას, სწრაფად და კომფორტულად, რიგ შემთხვევებში ონლაინ სესხი შეიძლება ასევე იყოს უპროცენტო.

სრულად

საბაზისო პუნქტი (sabaziso punqti)
პროცენტის ერთი მეასედი წილი - 0.01%

სრულად

საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი, saindentifikacio nomeri, kodi) ს/კ
შემოკლებით ს/კ რეგისტრაციის შედეგად სუბიექტს ენიჭება უნიკალური და მუდმივი საიდენტიფიკაციო ნომერი.

სრულად

სალარო (salaro)
სალარო - ოთახი, სადაც ხდება ფულის მიღება, ასევე აპარატი, რომელშიც ხდება ფულის შენახვა

სრულად

საპროცენტო განაკვეთი (saprocento ganakveti)
პროცენტში გამოხატული საფასური კრედიტისთვის

სრულად

სამომხმარებლო სესხი (samomxareblo sesxi)
სამომხარებლო სესხი წარმოადგენს კრედიტს, რომელიც გაიცემა პირადი მოხმარების მიზნებისთვის გარკვეული ნივთის ან მომსახურების შესაძენად.

სრულად

საშეღავათო პერიოდი (sasheghavato periodi)
საშეღავათო პერიოდი, რომლის განმავლობაშიც დავალიანების სრულად დაფარვის შემთხვევაში ათვისებულ თანხას არ ერიცხება პროცენტი.

სრულად

ფულის ბრუნვის სიჩქარე (fulis brunvis sichqare)
სიჩქარე,რომლითაც ფული ხელიდან ხელში გადადის

სრულად

ფულის ემისია (fulis emisia)
მიმოქცევაში ფულის გამოშვება, რაც ფულის მასის რაოდენობის ზრდას იწვევს

სრულად

ფულის მიწოდება
ეკონომიკაში არსებული ფულის რაოდენობა

სრულად

ფულის რაოდენობრივი თეორია (fulis raodenobrivi teoria)
ეს არის თეორემა, რომლის თანახმად ფულის რაოდენობა განსაზღვრას ფასების დონეს, ხოლო ფულის რაოდენობის ზრდის ტემპი- ინფლაციის დონეს

სრულად

ფინანსური ბაზრები (finansuri bazrebi)
ფინანსური ინსტიტუტები, რომელთა მეშვეობითაც დაზოგვის მსურველებს შეუძლიათ პირდაპირ მიაწოდონ ფინანსური სახსრები სესხების მსურველებს

სრულად

ფინანსური სისტემა (finansuri sistema )
ეკონომიკაში არსებული ინსტიტუტების ერთობლიობა, რომელიც ხელს უწყობს ერთი პიროვნების დანაზოგისა და მეორე პიროვნების ინვესტიციების დაკავშირებას

სრულად

ფინანსური შუამავლები ( finansuri shuamavlebi )
ფინანსური ინსტიტუტები, რომელთა მეშვეობითაც დაზოგვის მსურველებს შეუძლიათ არაპირდაპირ მიაწოდოთ ფული სესხების მსურველებს

სრულად

ფისკალური პოლიტიკა ( fiskaluri politika )
სახელმწიფოს მიერ გადასახადების აკრეფისა და მათგან მიღებული შემოსავლების ხარჯვის ღონისძიებათა ერთობლიობა

სრულად

ღირებულების ზრდა
ვალუტის ღირებულების ზრდა

სრულად

ღია ეკონომიკა
ეკონომიკა, რომელიც თავისუფლად ურთიერთმოქმედებს სხვა ეკონომიკებთან

სრულად

ღირებულების შემცირება
- ვალუტის ღირებულების შემცირება

სრულად

ღირებულების საზომი
- ერთეული

სრულად

შედარებითი უპირატესობა (shedarebiti upiratesoba)
მწარმოებელთა შედარება მათი ალტერნატიული დანახარჯების მიხედვით

სრულად

ჯარიმა (jarima)
ამ შემთხვევაში ფულადი ჯარიმა, რომელიც წესდება კომერციული საფინანსო ორგანიზაციის მიერ.

სრულად

ჰეჯირება
ნიშნავს რისკების შემცირებას, თავის დაზღვევას დანაკარგებისგან, რომელიც გამოწვეულია ხელშეკრულების დადებისას გათვალისწინებული პირობების არახელსაყრელი ცვლილებებით. როგორც წესი, ჰეჯირების ობიექტია საქონელი (პროდუქტი) ან ფინანსური აქტივი (აქცია, ობლიგაცია, ვალუტა). ფორექსზე ასეთი აქტივის როლში გვევლინება ვალუტა. ფორექსზე ჰეჯირება ხორციელდება ისე, რომ რომელიმე კონკრეტული აქტივის ფასის უკუ მოძრაობა, შესაბამისი პარამეტრებით, კომპენსირებული იქნას ჰეჯირებული აქტივის ფასის მოძრაობით.

სრულად