რას ნიშნავს ანაბარი (anabari)?


ანაბარი (anabari) - ნებისმიერი საბანკო დაწესებულების შემნახველ სალაროში შეტანილი ფული.

ნებისმიერ პირს შეუძლია საკუთრებაში არსებული ფულადი თანხა შეიტანოს საბანკო დაწესებულებაში, რის შედეგადაც ბანკს წარმოეშვობა საკუთრების უფლება აღნიშნულ თანხაზე. გარკვეული დროის შემდგომ თანხა უბრუნდება შემტანს საკუთრებაში.
სარგებლიან ანაბარს სარგებლის სახით ერიცხება პროცენტი.
თუ ბანკსა და თანხის მესაკუთრეს შორის არ არსებობს შეთანხმება ანაბრის ვადის შესახებ, თანხის მესაკუთრეს შეუძლია გამოიტანოს თანხა ბანკიდან ნებისმიერ დროს. 
საბანკო დაწესებულება ვალდებულია, რომ ანაბრის მქონე პირს შეატყობინოს საკუთარი გადახდისუნარიანობის შესახებ.
თუ საბანკო დაწესებულება ფულადი თანხის მესაკუთრეს მიაწვდის არასწორს ინფორმაციას ბანკის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, იგი ვალდებული იქნება აუნაზღაუროს ამის შედეგად მიყენებული ზიანი.