რას ნიშნავს იპოტეკური სესხი (ipotekuri sesxi)?


იპოტეკური სესხი (ipotekuri sesxi) - იპოტეკური სესხი წარმოადგენს გრძელვადიან მიზნობრივ სესხს, რომელიც არის უზრუნველყოფილი უძრავი ქონებით.

იპოტეკური სესხი წარმოადგენს გრძელვადიან მიზნობრივ სესხს, რომელიც არის უზრუნველყოფილი უძრავი ქონებით. მისი მეშვეობით შეგიძლიათ შეიძინოთ ნივთი, შეიძინოთ, ააშენოთ ან გაარემონტოთ უძრავი ქონება, მათ შორის ის, რომელიც იტვირთება იპოტეკით. საფინანსო ორგანიზაცია იტოვებს  დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის უფლებას, თუ თქვენ ვერ ახერხებთ სესხის დაფარვას. 
როგორც წესი სესხი ხანგრძლივი ვადით გაიცემა და შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთით.