რას ნიშნავს იურიდიული პირი (iuridiuli piri)?


იურიდიული პირი (iuridiuli piri) - იურიდიული პირი - სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

იურიდიული პირი - ზოგჯერ შემოკლებით "ი.პ.", წარმოადგენს დამოუკიდებელ სუბიექტს, რომელსაც გააჩნია ყველა იგივე უფლება და ვალდებულება, რაც ფიზიკურ პირს, გარდა იმ უფლებებისა და ვალდებულებებისა, რომლითაც იურიდიული პირი ვერ ისარგებლებს თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე (მაგ. ქორწინება, ანდერძი და ა.შ.)
იურიდიული პირის შესაქმნელად საკმარისია ერთი სხვა პირის (ფიზიკური ან იურიდიული პირის) ნება და სურვილი, რომელიც გამოხატული იქნება წესდებით. რეგისტრაცია ხდება საჯარო რეესტრში განცხადების საფუძველზე.