რას ნიშნავს ლიზინგი (lizingi, leasing)?


ლიზინგი (lizingi, leasing) - ლიზინგი - ხელშეკრულების ფორმა, რომელსაც თავისი წარმოშობის ისტორია აქვს. ის განვითარდა მე-20 საუკუნის შუა წლებში და მოიხვეჭა დიდი პოპულარობა დასავლეთის ქვეყნებში.

ლიზინგი - ხელშეკრულების ფორმა, რომელსაც თავისი წარმოშობის ისტორია აქვს. ის განვითარდა მე-20 საუკუნის შუა წლებში და მოიხვეჭა დიდი პოპულარობა დასავლეთის ქვეყნებში. ამჟამად ტერმინი "ლიზინგი" გამოიყენება, როგორც ხანგრძლივი მოხმარების საქონლის იჯარაზე (ქირაზე) დაფუძნებული გარიგება. ლიზინგით თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ნივთი საფინანსო ორგანიზაციის თანხებით, ხოლო მოხმარების განმავლობაში ვალდებული იქნებით დაფაროთ ნივთის ღირებულების საფასური და საპროცენტო განაკვეთი. საპროცენტო განაკვეთი როგორც წესი მაღალი არ არის, ვინაიდან საფინანსო ორგანიზაცია ნაკლებ რისკებს სწევს, იქიდან გამომდინარე, რომ სესხის უზრუნველყოფა ხდება შეძენილი ნივთის გამოყენებით. ასევე, როგორც წესი, ნივთის შესაძენად აუცილებელია პირველად შენატანის (თანამონაწილეობით ნასყიდობა) განხორციელება.